ბრაზილიის პარლამენტში საზაფხულო სესია დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. არეულობა პრეზიდენტ ტემერის მოწინააღმდეგეების მიერ იყო ინიცირებული. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ტემერის წინააღმდეგ კორუფციის ბრალებით გამოძიების ჩატარების უფლების მინიჭებას ითვდნენ. კენჭისყრა ოპოზიციისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.