ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და ლიდერი ქალების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 
შეხვედრაზე დამსწრე ლიდერმა ქალებმა ოპოზიციური პარტიებიდან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ქვეყანაში არსებულ ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ისაუბრეს გენდერულ, ქალთა პრობლემებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.  
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, რომელსაც 100-ზე მეტი ლიდერი ქალი ესწრებოდა, მათ შორის არიან ეკა ზღულაძე, ეკა ბესელია, მანანა ნაჭყებია, რუსუდან კერვალიშვილი, თინა ხიდაშელი, ფიქრია ჩიხრაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ეროვნული ბიბლიოთეკიდან საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაემგზავრა.