40 მდე ადამიანი მოიწამლა საცურაო აუზში ქიმიური რეაგენტის გაჟონვის შედეგად. ინციდენტი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ქალაქ დერემში მოხდა. ადგილობროივი მედიის ინფორმაციით, აუზში ქლორის შემცველი კონცენტრატი ჩაიღვარა, რომელსაც წყლის დეზინფექციისთვის ხმარობენ. დაშავებულთაგან 37 ბავშვია. მათი ასაკი 12 წლამდე მერყეობს. 6 მათგანის მდგომარეობს მძმეა.