აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპა-აზიაში ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების ოფისის დირექტორს ჯერალდ ობერნდორფერს შეხვდა.
შეხვედრა დღეს, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა, სადაც საუბარი დევნილთათვის წლების განმავლობაში ჩატარებული ერთობლივი მუშაობის შედეგებს შეეხო. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს დღემდე განხორციელებულ პროგრამებთან დაკავშირებით და განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების საკითხი. შეხვედრაზე მომავალი წლიდან დევნილებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის საკითხზეც ისაუბრეს.
1998 წლიდან აღნიშნული ორგანიზაცია აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორია, რომლის მხარდაჭერითაც საქართველოში მოქმედი Caunter-Part International -ის საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა "ჩაპი"-ის, UMCOR-ისა და IRD-ის პროექტების ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო აღჭურვილობების, მედიკამენტების, საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების ნივთების სახით დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა.