რუსეთის ვიცეპრემიერი დიმიტრი როგოზინი მოლდოვის მთავრობამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. „მან არაერთგზის შეურაცხჰყო ჩვენი ქვეყანა და მოლდოველი ხალხი. რუსეთის ვიცეპრემიერმა უდიერად მოიხსენია მოლდოვის ხელისუფლებაც, რის გამოც მას ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა აეკრძალება,"-ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.