მოსკოვში ერთმანეთს უზბეკი და სომეხ ემიგრანტები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სამშენებლო კომპლექს „ბუნინსკიე ლუგაზე“ მოხდა. მშენებლობაზე დასაქმებულების დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.