ნიუ-იორკელი პოეტი ალან ანდრე ქუჩაში გამვლელების თხოვნით ლექსებს ძველ საბეჭდ მანქანაზე წერს, რაშიც ჰონორარს იღებს.
მისი საყვარელი ადგილი მეისის მაღაზიის მახლობლად მდებარე 34-ე ქუჩაა.პოეტი დღის განმავლობაში სულ 2-3 საათი მუშაობს და 15-დან 20-მდე ლექსს წერს.
საბეჭდ მანქანაზე მუშაობისას ის ასლგადამღებ ქაღალდს იყენებს, ნამუშევრების ასლებს იტოვებს, დედანს კი დამკვეთს აძლევს. მას არქივში ნიუ-იორკელთა თხოვნით დაწერილი ათასობით ლექსი აქვს.