შეერთებული შტატების მიზანს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის დამხობა არ წარმოადგენს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა.
„ჩვენ ფხენიანის მტრები არ ვართ. არც რეჟიმის დამხობა გვსურს და არც მიზეზს ვეძებთ იმისთვის, რომ ომი დავიწყოთ,“-აღნიშნა ტილერსონმა.