ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰილარი კლინტონთან შესახევდრად 100-მდე ლიდერი ქალია შეკრებილი. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ლიდერი ქალები აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე ქვეყნის დემოკრატიის განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებს განიხილავენ.
როგორც შეხვედრის წინ "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან საქართველოში მედიის თავისუფლების პრობლემებს, საარჩევნო გარემოს თავისუფლების პრობლემებს გააცნობენ.
ამასთან, 100-მდე ლიდერი ქალი ჰილარი კლინტონთან გენდერული, ქალთა პრობლემების, კონფლიქტურ ზონებში არსებული ვითარების შესახებ საუბარს გეგმავს.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კლინტონთან დასახვედრად უკვე 100-მდე ლიდერი ქალია შეკრებილი, მათ შორის არიან ეკა ბესელია, მანანა ნაჭყებია, რუსუდან კერვალიშვილი, თინა ხიდაშელი, ფიქრია ჩიხრაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთ საათს გაგრძელდება, რის შემდეგაც ჰილარი კლინტონის საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრება.