საქართველოში მიმდინარე ნატოს სამხედრო წვრთნებს ოკუპირებულ ცხინვალში ეხმაურებიან. საგანგებო განცხადებას სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამწუხაროა, რომ ეს ღონისძიება სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ განხორციელებული აგრესიის მე-9 წლისთავზე ტარდება. რა თქმა უნდა, შეშფოთებულნი ვართ ქართული მხარის მილიტარიზაციით და იმ მხარდაჭერით, რომელსაც აგრესორ ქვეყანას შეერთებული შტატები და ზოგიერთი სხვა ქვეყანა უცხადებს,“-ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.