ქაბულში ერაყის საელჩოზე ისლამისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 6-მდე გაიზარდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დიპლომატიური მისიის შესასვლელთან აიფეთქა. ამის შემდეგ შენობაში 3 შეიარაღებული მამაკაცი შეიჭღა და ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელები ადგილზე იქნენ ლიკვიდირებულნი.