ცნობული რუსი პოეტი, რუსული ინტელიგენციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და საქართველოდ დიდი მეგობარი, ლეგენადრული პოეტი ბელა ახმადულინა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ახმადულინას ჰიპერტონიული შეტევები ქონდა, გამოვლინდა ასევე სხვა დაავადებებიც.
73 წლის პოეტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი პრობლემები ასაკს უკავშირდება და ისინი უმწეონი არიან.
"ეს ასაკობრივია და ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვიძლია, იმის გარდა, რომ სრული სიმყუდროვე ვურჩიოთ. ალბათ უახლოეს დღეებში გავწერთ", - განაცხადეს ექიმებმა.
შეგახსენებთ, რომ ბელა ახმადულინა ავტორია საქართველოშე შექმნილი არა ერთი პოეტური შედევრის. იგი საქართველოში, კერძოდ კი სვეტიცხოველში მოინათლა.