ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის მოქალაქეს, ალექსეი სიზონოვიჩს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 61 წლის უკრაინელს ბრალი ტერაქტის მზადებაში დასდეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, სიზონოვიჩი ტერაქტის მოწყობას გასული წლის სექტემბერში გეგმავდა. ხანგრძლივი პატიმრობის გარდა მას 250 რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.