დღეს სს `სახალხო ბანკის" მფლობელმა `ლიბერთი კაპიტალმა~ და `საქართველოს სახალხო ბანკმა~ (GSE: BANK) `ლიბერთი კაპიტალის~ მიერ სავალდებულო სატენდერო შეთავაზების დაწყების შესახებ განაცხადეს.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ მყიდველი აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, იგი ვალდებულია ყველა დანარჩენ აქციონერს შესთავაზოს მათი აქციების გამოსყიდვა. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი დაადგინა დამოუკიდებელმა საბროკერო კომპანიამ და იგი შეადგენს 0.018 ლარს ერთ აქციაზე, რაც არის იგივე ფასი, რომელიც `ლიბერთი კაპიტალმა~ 2009 წლის 19 სექტემბერს `საქართველოს სახალხო ბანკის~ 91.218%-ის შესყიდვაში გადაიხადა.
`მოხარული ვარ, რომ სავალდებულო სატენდერო შეთავაზებას ჩვენი ახლადდაარსებული შვილობილი საბროკერო კომპანია `ლიბერთი სიქიურითიზ~ გაუძღება. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება ძალაშია 2010 წლის 4 იანვრამდე~, აღნიშნა სს `სახალხო ბანკის~ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, `ლიბერთი კაპიტალის~ გენერალურმა დირექტორმა, ლადო გურგენიძემ.