WikiLeaks- მა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო შტაბის 21 ათასი წერილი გაასაჯაროვა. პირველი წერილი 2009 წლის მარტით, ბოლო კი, 2017 წლის აპრილით თარიღდება.ვებგვერდის ცნობით, მათ ხელთაა კიდევ უფრო მეტი ინფორმაციაა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ამ ნაწილის სისტემიზირება შეძლეს.
2017 წლის მაისში, მაკრონი თავის ოპონენტ მარინ ლე პენთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადავიდა. ერთი დღით ადრე WikiLeaks-მა განაცხადა, რომ მაკრონის შტაბიდან დიდმა ინფორმაციამ გაჟონა. საფრანგეთის არჩევნების ეროვნული მონიტორინგის ცენტრმა მედიას თხოვნით მიმართა, არ გამოაქვეყნოს WikiLeaks-ის მონაცემები მაკრონზე.
შტაბში განცხადეს, რომ ინტერნეტში გავრცელებული მონაცემები ნამდვილი და ყალბი მასალების ნაზავია და არჩევნებამდე ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.