სეულში ტაადის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. 40-მდე დემონსტრანტმა საზენიტო თავდაცვის ტერმინალზე ამერიკული კომპლექსების განთავსება გააპროტესტა. ეკოლოგებისა და ფერმერების აზრით, სარაკეტო თავდაცვითი სისტემების რადარები შესაძლოა გარემოსთვის საზიანო აღმოჩნდეს. გარდა ამისა, იზრდება იმის საშიშროებაც, რომ სამხრეთი კორეა ჩრდილოელი მეზობლის სამიზნე გახდეს.