ჰილარი დაიან როდემ კლინტონი (Hillary Diane Rodham Clinton) _ მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, დაიბადა 1947 წლის 26 ოქტომბერს ჩიკაგოში. 2009 წლიდან არის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში. 2001-09 წლებში აშშ-ის სენატორი ნიუ-იორკის შტატიდან, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან. აშშ-ის პირველი ლედი 1993-2001 წლებში ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს.
წარმოშობით ილინოისელმა ჰილარი დაიან როდემმა ყურადღება 1969 წელს მიიპყრო კრიტიკული გამოსვლით უელესლის კოლეჯში წლის დასაწყისის მიმართვაში.
მან ადვოკატის კარიერა 1973 წელს იელის იურიდიული სკოლის დასრულების შემდეგ დაიწყო.
1975 წელს არკანზასში გადავიდა, სადაც ბილ კლინტონს გაყვა ცოლად და კარიერას კონგრესის იურიდიულ კონსულტანტად გააგრძელა.
1979 წელს ის პირველი ქალი პარტნიორი გახდა როუზის ადვოკატთა ფირმაში, ხოლო 1988-1991 წლებში ქვეყნის ას ყველაზე გავლენიან იურისტთა სიაში მოხვდა.
1979-81 და 1983-92 წლებში იყო, არკანზასის პირველი ლედი.
ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკის საკითხებში. მისი მთავარ ინიციატივა, კლინტონის ჯანდაცვის გეგმა, 1994 წელს კონგრესის მიერ არ დამტკიცდა, თუმცა 1997 წელს მისი დახმარებით დაფუძნდა სახელმწიფო ბავშვთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა და შვილად აყვანისა და უსაფრთხო ოჯახის აქტი.
მისი ქორწინების სტატუსი ბილ კლინტონთან საზოგადოების განხილვის საგანი გახდა 1998 წელს კლინტონი-მონიკა ლევინსკის სკანდალის შემდეგ. პიკანტურ ისტორიაში ჰილარი კლინტონმა მეუღლეს დაუჭირა მხარი, რაც ბილ კლინტონი ფაქტობრივად იხსნა იმპიჩმენტისგან.
ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ, 2000 წელს იგი აშშ-ის სენატში აირჩიეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი პირველი ლედი საზოგადოებრივ სამსახურში ჩადგა.
ის თავდაპირველად მხარს უჭერდა ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკას, რომელიც ასევე მოიცავდა ერაყის ომის რეზოლუციაზე თანხმობას. შემდგომში ის განუდგა ბუშის ადმინისტრაციას ერაყის ომის მსვლელობის გამო და ასევე მრავალი საშინაო საკითხების ირგვლივ. 2006 წელს ხელახლა აირჩიეს სენატში.
ჰილარი კლინტონი პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც პრეზიდენტად არჩევის დიდი შანსი ჰქონდა. 2007 წლის განმავლობაში სამოქალაქო გამოკითხვებში ის მუდამ წინ იყო დემოკრატთა ნომინანტთა შორის. მაგრამ 2008 წლის პრაიმერებში იგი აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამარცხა.
ჰყავს მეუღლე _ ბილ კლინტონი და ქალიშვილი ჩელსი.