თბილსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერითა და მწერლის ირაკლი შამათავას რედაქტორობით კრებული გამოიცა, რომელშიც ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი’’ 2016 წლის ნომინირებული და გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდა.
წიგნში შესულია როგორც ლიტერატურული, მუსიკალური და ფერწერული ნაწარმოებები, ასევე ნომინაციებში: არქიტექტურა, ქანდაკება და ფოტოხელოვნება წარმოდგენილი ნამუშევრები და ავტორთა ბიოგრაფიული მონაცემები.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ,,თბილისი’’ წელს მესამედ იმართება, ის თავისი ფორმატით ქართულ სახელოვნები სივრცეში ერთგვარ ნოვაციას წარმოადგენს და ხელოვნების არაერთ სფეროს მოიცავს.
კონკურსში გამარჯვებულებს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ კონკურსისათვის სპეციალურად შექმნილი პრიზი, XII საუკუნის არტეფაქტის-ხოხბის გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი, საკრებულოს მიერ დაწესებული ფულადი პრემია და მხარდამჭერი სპონსორებისგან კი მრავალფეროვანი საჩუქრები გადაეცემათ.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ ,,თბილისობა -2017’’-ის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისი მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სს "ფინკა ბანკი საქართველო", "თელიანი ველი", სადაზღევო კომპანია "ირაო".