ავსტრალიის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გამო მგზავრებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. სიდნეის საერთაშორისო აეროპორტში ათასობით მგზავრს რიგში უწევს დგომა. უსაფრთხოების ზომები აეროპორტებში მას შემდეგ გამკაცრდა, რაც სიდნეიში მასშტაბური ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ტერორისტები თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდნენ.