სომალიში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. დანაღმული მანქანა ამჯერად მოგადიშუს მჭიდროდ დასახლებულ რაიონში აფეთქდა. ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.