რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა რაოდენობა 455-მდე შემცირდება. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ სოლოვიევისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ამერიკული დიპლომატიური მისია 755 ადამიანით შემცირდება და ზუსტად იმდენივე იქნება, რამდენიც რუსეთს ჰყავს აშშ-ში,“-აღნიშნა პუტინმა.