„ნუ ერევი ჩემს ჩაცმულობაში!“-ამ ლოზუნგით სტამბოლში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ასეული ქალი შეიკრიბა. ტრანსპარანტების ნაცვლად მათ ხელში ჯინსის შორტები ეჭირათ. აქციის მიზეზი ივნისის ბოლოს მომხდარი ინციდენტი გახდა. სტამბოლში ახალგაზრდა ქალი შუა ხნის მამაკაცმა ავტობუსში თამამი ჩაცმულობის გამო სცემა.