მორიგი სპეცოპერაცია ფილიპინებში. სახელისუფლო ძალებმა რეიდი ქალაქ ოზამისში მოაწყვეს. შედეგად, ქალაქის მერი რეინალდო პარაჯინოგი და მისი მეუღლე იქნენ ლიკვიდირებული. მათ გარდა კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა. მერის ქალიშვილი კი, რომელიც ვიცე-მერის პოსტს იკავებდა, დაპატიმრებულია. პაროჯინოგი პრეზიდენტ დუტერტეს იმ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი, რომლებიც ნარკოკარტელებთან თანამშრომლობენ.