მასობრივი არეულობები აღმოსავლეთ ლონდონში. ფერადკანიანი ახალგზრდის, რაშან ჩარლზის დაღუპვა ადგილობრივებმა ხმაურიანი აქციებით გააპროტესტეს. დემონსტრანტებმა კინგსლენდ-როუდი გადაკეტეს და ლეიბები და მატრასები დაწვეს. 20 წლის ჩარლზს პოლიცია დაედევნა, რის შემდეგაც ის მაღაზიაში შევარდა და გაურკვეველი ნივთი გადაყლაპა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.