თავდამსხმელის შესახებ, რომელმაც ჰამბურგის სუპერმარკეტში რამდენიმე ადამიანი დაჭრა, პოლიციისთვის ცნობილი იყო. ამის შესახებ პოლიციის პრეს-მდივანმა ენდი გროტმა განაცხადა. მისივე თქმით, თავდამსხმელი ისლამისტი იყო, თუმცა ჯიჰადისტთა რიგებში არ ირიცხებოდა. თავდასხმა ჰამბურგის ცენტრში გუშინ განხორციელდა. დანით შეიარაღებულმა 26 წლის არაბმა ერთი ადამიანი მოკლა, 6 კი მძიმედ დაჭრა.