საქართველოში გერმანიის საელჩოს თანამშომელმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა "შპიგელი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გერმანელი ანდრეას დ, რომელიც "მერსედესის" მარკის ავტომანქანას მართავდა, თბილისში ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი მიიმალა. ავტოავარია ფირზე სათვალთვალო ვიდეო-კამერამ აღბეჭდა და ქართველმა პოლიციელებმა დამნაშვის დაკავება შეძლეს. "შპიგელის" ინფორმაციით, დაკავებული საქართველოში გერმანიის საელჩოში მუშაობდა.
ანდრეას დ გერმანიში გაიწვიეს, სადაც მას ბრალს წაუყენებენ