თბილისის მერობის მსურველი ალეკო შალამბერიძე შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების ინიციატივით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს მიმართავს.
ყოფილმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ მელიქიშვილის სახელზე შესაბამისი განცხადება უკვე გაგზავნა.
შალამბერიძე აცხადებს, რომ არჩევნებზე ასეთი გზით დასახელებული კანდიდატურის წარდგენა, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ შალამბერიძე თავს მმართველი გუნდის წევრად ასახელებს, "ნაციონალური მოძრაობა" კი მის პარტიის წევრობას უარყოფს.