"თი ბი სი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაია ძირკველიშვილის განცხადებით, "საბა", ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ქართულ ლიტერატურაში.
"ამას ადასტურებენ იმ გამომცემლობების წარმომადგენლები, რომელბიც აცხადებენ, რომ "საბა" მათ ეხმარებათ თავიანთი წიგნების პოპულარიზაციასა და გაყიდვაში, განსაკუთრებით იმ ნაწარმოებების, რომლებიც კონკურსში იმარჯვებენ", - აცხადებს ძირკველიშვილი.
მისი თქმით, კონკური მნიშვნელოვანია ავტორებისთვისაც.
"კონკური მნიშვნელოვანია მწერლებისთვისაც, რადგან გამარჯვებული ავტორები ფულად პრემიებს იღებენ, რაც მათი წახალისების საუკეთესო საშუალებაა", - აცხადებს "თი-ბი-სი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ძირკველიშვილი.