ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიო ვიაგვანდი დღეს ერგნეთში იმყოფებოდა. მასთან ერთად საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო. მათ მონახულეს ტერიტორია და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ.
ერგნეთიდან გამოსვლისას დელეგაციის წევრებმა სამოქმედო გეგმაზე გაამახვილეს. საუბარი დევნილთა პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებს შეეხო.