პრემიერ-მინისტრმა ახალი მინისტრების წარდგენა დაიწყო. ნიკა გილაურმა თანამშრომლებს პირველად რეგიონალური განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი წარადგინა.
პრემიერმა ყოფილ მინისტრს, დავით ტყეშელაშვილს გაწეული მუშაობისა და სამინისტროს შექმნისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტროა დღევანდელ მთავრობაში მნიშვნელოვანი რგოლია.
ნიკოლაიშვილმაც მადლობა გადაუხადა დავით ტყეშელაშვილს და აღნიშნა, რომ უწყებაში მომუშავე ადამიანების თანადგომის იმედი აქვს.
უწყების ყოფილი ხელმძღვანელი დავით ტყეშელაშვილი შეცვალა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.
მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა გუშინ დაამტკიცაამის შემდეგ კი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის წარდგენა მოხდა. ამ წუთებში კი პრემიერ-მინისტრს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ელოდებიან, სადაც ნიკა გილაური ვერა ქობალიას წარადგენს.