„საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში“ 25 ივლისს 12:00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია „მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017“- ის შესახებ, რომელსაც წარმოადგენენ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭელიძე, კურორტი „საირმე“-ს დამფუძნებელი თემურ კოხოძე, კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე და ანსამბლი „რუსთავის“ ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.