საქართველოს პრეზიდენტმა გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ცირამუას ჯილდო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გადასცა. აბაშიშვილის თქმით, კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელ ორდენი ქართული საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციის, საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და პროფესიონალიზმისთვის გადაეცა.
დაჯილდოებას ბათუმში მომღერალი ქეთი მელუაცესწრებოდა. აბაშიშვილის განცხადებით, დაჯილდოება „ბლექ სი არენაზე“ კონცერტის დროს იგეგმებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზით მათ ამის უფლება არ მისცეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იყო საკონცერტო დარბაზში ჯილდოს გადაცემის წინააღმდეგი.