დღეს, 3 ივლისს, 10:00 საათზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო მილოშოვსკი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ერგნეთს ეწვევიან. ისინი პირობით საზღვართან მოსახლეობას შეხვდებიან და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
11:00 საათზე კი სტუმრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებილ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად წეროვანში დევნილ მოსალხეობას შეხვდებიან.