ტაილანდელ გენერალს, მანუს კონგპანს სასამართლომ 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის მიზეზი მიგრანტების მიმართ ჩადენილი არაადამიანური ქმედებები გახდა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სონგკხლის პროვინციაში მასობრივი სამარხი იპოვნეს. მიგრანტების დაღუპვაში, როგორც ირკვევა, გენერლის ხელი ერია, რომელიც ლტოლვილთა ექსტრადიციას კურირებდა. გამოძიებით ისიც დადგინდა, რომ კონგპანის ბრძანებით არალეგალებს უძრავო და უნიჩნო ნავებში სვამდნენ და ზღვაში უშვებდნენ. ამის გამო ათობით მიგრანტი დაიღუპა. გენერალი ბრალდებას დღემდე კატეგორიულად უარყოფს.