რუსეთი სირიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას არ აპირებს, ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებასთან ბრძოლაში კი მინიმალური წვლილი შეაქვს. ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ კოლორადოში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. „არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ისლამისტებს აქტიურად ებრძვის, არ არსებობს. მისი მონაწილეობა ბრძოლაში მინიმალურია,“-აღნიშნა პომპეომ.