ფილიპინების ლიდერმა შეერთებული შტატები შეურაცხმყოფელი ეპითეტით კიდევ ერთხელ მოიხსენია. როდრიგე დუტერტემ ღიად განაცხადა, რომ ტრამპის მიწვევის მიუხედავად, „ყალბ ამერიკაში“ არასდროს ჩავა.
„არც პრეზიდენტის რანგში და არც მომავალში ამერიკაში ჩასვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი ამერიკაში და დავრწმუნდი, რომ ის ყალბია,“-აღნიშნა დუტერტემ.