ნიუ ჯერსიში ხანძარს ებრძვიან. 2 დღის წინ ტყის მასივში გაჩენილმა ხანძარმა ათასი აკრის ფართობი გაანადგურა. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგიც უწყობს. ხანძრის ჩაქრობას 50-მდე სახანძრო ჯგუფი ავიაციის დახმარებით ცდილობს.