პერუში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ქალაქ პუნოში მაღაროელებმა შრომის რეფორმა გააპროტესტეს. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციელებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. აქცია ადგილობრივი პროფკავშირების მიერ იყო ორგანიზებული.