კალიფორნიის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძარმა იოსემიტის ეროვნული პარკის ახლომდებარე რაიონებში შეაღწია, რის შედეგადაც ათობით საცხოვრებელი სახი დაიწვა. დასახლებული რაიონებიდან 5 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასობით მეხანძრე და ავიაციაა ჩართული.