მონაკოში ანტიკვარიატის აუქციეონზე ე.წ. პუტინის მაჯის საათი გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა მასში მილიონ 54 ათასი ევრო გადაიხადა. პლატინის კორპუსიანი უძვირფასესი საათის საგარანტიო წერილი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინზე არის რეგისტრირებული. არც ყოფილი და არც ახლანდელი მფლობელის ნამდვილ ვინაობას აუქციონის ორგანიზატორები არ ავრცელებენ. იმას, რომ საათი შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის საკუთრება ყოფილიყო, არც კრემლის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს.