მასობრივი არეულობები მაროკოში. ქალაქ ელ-ჰოსეიმის ცენტრში ასობით ადამიანმა მოძრაობა ჰირაქის ლიდერის, ნასერ ზეფზაფის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა. აქცია სამარტალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელჯოხები გამოიყენა. შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ზეფზარი უშიშროების სამსახურმა მაისში დააკავა. მას ბრალად ბრალად ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობა წაუყენეს, რისთვისაც სამუდამო პატიმრობა ელის.