პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ქრისტიან-დემოკრატებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათგან მეტს ელოდა. ეს შეფასება მიხეილ მაჭავარიანმა დღეს რიგგარეშე სესიაზე მთავრობის სამოქმედო პროგრამის განხილვისას მას შემედეგ გააკეთა, რაც ქრისტიან-დემოკრატებმა მთავრობის სამოქმედო გეგმა მწვავედ გააკრიტიკეს.
როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, თითქმის ყველა საკითხი მთავრობის პროგრამაში არის გაუთვლელად და დაუსაბუთბელად წარმოდგენილი, თუმცა მისი კრიტიკა უსაფუძვლოდ შეაფასა მიხეილ მაჭავარიანმა.
"ბატონმა ლევანმა გამოსვლისას იმდენი ციფრი წარმოადგინა, რომ თავბრუც კი დამეხვა. იგი განათლებით მათემატიკოსია და ეს გასაკვირი არ არის. მაგრამ მაინტერესებს, აქედან ვინ რა დასკვნას გააკეთებდა. მთავარია ის, რომ მათი კრიტიკა არის აგებული მხოლოდ იმაზე, რომ მოხდეს გაკრიტიკება, რასაც არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია და ასეთი ამბიციური პარტიისგან მეტს ველოდი", - განაცხადა მაჭავარიანმა.