ამერიკული ფეხბურთის ლეგენდას, ო ჯეი სიმფსონს ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. ლეგენდარული სპორტსმენი 2008 წელს სპორტული ჯილდოების კოლექციის გაძარცვისთვის გაასამართლეს და 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 9 წლიანი პატიმრობის შემდეგ სპორტსმენი შეიწყალეს. 70 წლის სიმფსონი საპატიმროს ოქტომბერში დატოვებს.