სიმენსი რუსეთში ტექნოკოგიების ექსპორტს წყვეტს. ამის შესახებ გერმანული კონცერნის ხელმძღვანელებმა განაცხადეს. მათივე თქმით, კონცერნი რუსულ კომპანია ინტერავტომატიკასთან თანამშრომლობასაც წყვეტს, რომელსაც ელექტროპროდუქციით ამარაგებდა. რაც შეეხება ოთხ ტურბინას, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდა, გერმანული კონცერნის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სიმენსის ტურბინები ყირიმის ნახევარკუნძულზე უკანონოდ გადაიტანეს. გერმანული მხარე ტურბინების გამოსყიდვას და კონტრაქტის გაუქმებას აპირებს.