პარლამენტმა მთავრობასა და მთავრობის განახლებულ სამოქმედო გეგმას 100 ხმით ერთის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცედურას ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ ესწრებოდა. კენჭისყრის წინ რეგისტრაცია 102-მა დეპუტატმა გაიარა და აქედან 100-მდა დეპუტატმა მინისტრთა კაბინეტის მტავრობის განახლებულ გეგმას მხარი დაუჭირა.
ნდობის გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს მალდობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობას პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.
"კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - განაცხადა გილაურმა.
პარალმენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კი დამტკიცბეულ მინისტრებს თანამდებობა მიულოცა, განსაკუთრებით კი იმ მინისტრებს, რომლებმაც მინისტრის პორტფელი პირველად ახლა ჩაიბარეს და იმედი გამოთქვა, რომ მათი საქმიანობა წარმატებული იქნება.