"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის მანტრა, რომელსაც ხშირად თუ გაიმეორებენ უცხოელები, ჩვენ ძალიან გვესიამოვნება", - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა.
იაკობაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკის მხრიდან განცხადებები მხოლოდ განცხადებისთვის არ კეთდება.
"ვხედავთ, რომ ამერიკის პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში არის ცალსახა და მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის მანტრა, რომელსაც ხშირად თუ გაიმეორონ უცხოელები, ჩვენ ძალიან გვესიამოვნება. ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი იყოს ძალიან კონკრეტულ ქმედებაში ასახული", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, ამ მხრივ აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადებები პრაქტიკულ ქმედებასაც ნიშნავს.
"ჩვენთვის განცხადებები კარგია, მაგრამ შედეგები უფრო მნიშვნელოვანია. ამერიკა კი არის ქვეყანა, რომელიც ტყუილად არ ლაპარაკობს", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის დათმობას არ აპირებს.