პრემიერ-მინისტრი კმაყოფილია იმ პროგრამების შესრულებით, რომლებსაც ოპოზიცია "ჩავარდნილად" აფასებს. პროგრამის შესახებ განცხადებები ოპოზიციისა და პრემიერ-მინსიტრის მხრიდან დღეს სესიაზე მთავრობის განახლებული სამოქმედო გეგმის განხილვისას გაკეთდა.
ოპოზიციამ "ჩავარდნილ" პროგრამებად შეაფასა იაფი კრედიტის, იაფი დაზღვეისა და ჯანდაცვის რეფორმების პროგრამები, თუმცა პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ამ კრიტიკას არ იზიარებს და აცხადებს, რომ პირადად იგი ამ პროგარმების შესრულებით კმაყოფილია.
როგორც გილაური აცხადებს, მართალია იაფი კრედიტის პროგრამა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ თუმცა იგი სოფლის განვითარების პროგრამამ ჩაანაცვლა, რომელიც ყველაზე წარმატებული პროგრამაა. პრემიერ-მინისტრი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია ქვეყანაში 500 ათასი ადამიანის დაზღვევა, რაც სამთავრობო პროგრამების სრულყოფილად შესრულების შედეგია.
გარდა ამისა, გილაურის თქმით, "მნიშვნელოვანი ჯანდაცვის რეფორმების პროგრამაც, რის შედეგადაც საქართველოში დანგრეული და ანტისანიტარიულ მდგომარეობაში მყოფი სამკურნალო დაწესებულებები არ იარსებებს". ამიტომ გილაუირ მიიჩნევს, რომ ოპოზიციის შეფასებები პროგრამების ჩავარდნასთან დაკავშირებით არის არაადეკვატური.