კრემლი უკრაინაში ახალი დეფაქტო სახელმწიფოს შექმნის ფაქტს გამოეხმაურა. კრემლის პრეს-მდივანმა მალორუსიის შექმნას დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს პირადი ინიციატივა უწოდა. "ეს მისი პირადი ინიციატივაა. მოსკოვში ამის შესახებ დღეს დილით მედიიდან შეიტყვეს,"- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ალექსანდრე ზახარჩენკომ უკრაინის მემკვიდრე ახალი სახელმწიფოს შექმნის შესახებ გუშინ გამოაცხადა.