ჰოლივუდში სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმის, „ვალერიანი და ათასობით პლანეტის ქალაქი“ პრემიერაზე მიწვეულ სტუმრებს შორის რიანაც იყო. მომღერალი ფილმში ეპიზოდურ როლს ასრულებს. რიანა ხალიჩაზე ვარდისფერ შლეიფიან კაბაში გამოჩნდა. მთავარ როლებს ფილმში დეინ დიანი და კარა დელავინი ასრულებენ. ამერიკის კინოეკრანებზე ფილმი 21 ივლისს გამოვა.