ხორვატიაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სრული ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მეხანძრეებმა ქალაქ სპლიტთან ძირიტადი კერების ჩაქრობა შეძლეს, თუმცა რამდენიმე აქტიური კერის ლიკვიდაციას ვერ ახერხებენ. ოპერაციაში ასობით მეხანძრე და ავიაციაა ჩართული. ბოლო 24 საათის განმავლობაში სპლიტისა და ომიშის რაიონებში 80-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.